დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში, სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს
26-01-2016, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, თუ კონკრეტულ სკოლაში ან საბავშვო ბაღებში გაცდენათა მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მინიმუმ სამი სამუშაო დღის შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის.

 

 

"გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ თანდათან ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატებაა და განსაკუთრებით ეს კონცეტრირდება ბავშვთა ასაკში, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება გამოვიდეთ რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს, ბაღებს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მათ სკოლაში ან ბაგა-ბაღში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში. იზოლირების გაგრძელება გადაწყდეს შემდგომი კონსულტაციებით. ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, რათა ნაკლები იყოს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი