ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა
26-01-2016, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა.

 


„აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა.

 


სპეციალისტების ინფორმაციით 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 


მათივე ცნობით, არსებული სინოპტიკური ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება.

 


უამინდობის გამო, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნურიგელის ტბა იყინება. 6 მაისის პარკში არსებული ტბის ზედაპირზე რამდენიმე სანტიმეტრიანი ყინულია.

 

 

ტბის გაყინვა ცოტა ხნის წინათ დაიწყო. მეტეოროლოგების ცნობით, ტბის გაყინვის ფაქტი მხოლოდ გასულ საუკუნეებში დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში - მინუს 5- 7 გრადუსამდე დაეცა. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ტბა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა.

 

 

ძლიერი ყინვის შედეგად ტბა ოთხჯერ 1911, 1928, 1949, 1985 წლებში გაიყინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი