საქართველოს მასშტაბით 387 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 205-ში სწავლა დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების, 182-ში კი - გრიპის ვირუსით გამოწვეული გაცდენების რაოდენობის ზრდის გამო მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა. სამინისტრო პირველ განცხადებაში განმარტავს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება.
"საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება", - ნათქვამია უწყების პირველ განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე განცხადებას, მასში უწყება განმარტავს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
"გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მოიმატა მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენებელმა.
საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-ს.
სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას მოსწავლეთა დასწრებაზე როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. დასწრების მაჩვენებელი მეორე ცვლაში, რომელ პერიოდშიც ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, რიგ სკოლებში 20%-იან ნორმას აჭარბებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეთი 182 საჯარო სკოლაა.
შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ სკოლებში სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.