აჭარაში ელექტროენერგია 2 900 აბონენტს არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის გამორთული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.
დიდთოვლობის გამო ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის ყველა სკოლა და ბაღი დახურულია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქედის 7 სკოლაში და შუახევისა და ხულოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში. აჭარაში დღეს აღარ თოვს. ბათუმის ცენტრალური ქუჩები ნაწილობრივ გაწმენდილია, მეორეხარისხოვან ქუჩებზე გადაადგილება კვლავ შეფერხებულია.
ქალაქში გზები მოყინულია და მოძრაობა ამის გამოც ფერხდება. ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის პაატა დუმბაძის თქმით, ქალაქის ავტობუსები 70%-იანი დატვირთვით ამუშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.