განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოაგდილემ, ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა, დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი.
მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის 20%-ზე მეტი რაოდენობის გამო სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო 180 სკოლაში და დღეის მონაცემებით მას კიდევ 15 სკოლა დაემატა. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი მონაცემების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებგვერზე დაიდება.
"მონაცემების დამუშავების შედეგად, დღის მეორე ნახევარშიც განათლების სამინისტრო შეაგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებით მოიმატა ასეთი სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება გადაწყვეტილებები და იმ სკოლებში სადაც 20%-ზე მეტია გაცდენის მაჩვენებელი, დროებით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. სხვა რაიონებში დამატებით მსგავსი პრობლემები არ გამოვლენილა, ამიტომ მეტეოროლოგიური პირობების გამო 204 სკოლის ნაცვლად რეგიონებში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება 200 სკოლაში", - განაცხადა გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.