საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომაზე ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.
პროგრამის დეტალებზე მინისტრმა კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
"დღეს მთავრობის სხდომაზე გადის ჩემი აზრით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არის ახალი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება რაც რეაბილიტაციას და ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს, სადაც ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 19 მილიონს შეადგენს" – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ სოფლის ექიმის პროექტის დაფინანსების 30% -ით ზრდა. "ესაა ის, რასაც ჩვენ უკვე წინასწარ შევპირდით ჩვენს კოლეგებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მაღალმთიანი და მოშორებული რაიონების დაწესებულებების სპეცდაფინანსების ზრდას, რადგან ეს ბიზნესის კუთხით წამგებიანი მიმართულებაა კერძო კომპანიებისთვის, და ჩვენი ვალდებულებაა შევინახოთ და გავაუმჯობესოთ ამ რაიონების სამედიცინო განვითარება. ასევე დაიწყება ორსულებისთვის ვიტამინების დარიგება; მოხდება სამკურნალო ცენტრის ახალი შენობის დაფინანასება და ამოქმედდება ახალი ცენტრი, სადაც 97 საწოლი შევა ექსპლუატაციაში. შენობა უკვე მზად არის და ტესტირებას გადის კანალიზაციასა და ვენტილაციაზე" - განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სულ 29 საკითხს განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.