საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციული სისტემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება
27-01-2016, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში საქართველოს ჩართვას. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ამის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 


"საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ნავსადგურის აკვატორიებში გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციული სისტემა (VTMIS), რომელიც მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება, უზრუნველყოფს გემების საინფორმაციო მომსახურებას, ნავიგაციურ დახმარებას, საქართველოს ნავსადგურებში მოძრაობის ორგანიზებას ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით. VTMIS-ის დანერგვა საქართველოს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში (SafeSeaNet).

 


აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი