საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა. როგორც კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ახალ მწვრთნელს ახალგაზრდულ ნაკრებთან კარგი შედეგი ექნება.
"მინდა წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ასევე, მადლობას ვუხდი თბილისის "დინამოს". ვფიქრობ, რომ შედეგი გვექნება. გიას აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს მოუძებნის ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კობიაშვილმა.
თავად გია გეგუჩაძის თქმით, მისთვის ამ თანამდებობის დაკავებისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხედვა, რომელიც აქვს ფედერაციას.
"არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღება. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მოლაპარაკებების პროცესში ის ხედვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც აქვს ფედერაციას. ჩემთვის გამოწვევაა ამ თანამდებობაზე დანიშვნა", - განაცხადა გეგუჩაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.