არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს და პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხის არსებობის შესახებ.
"ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ ის ღონისძიება პანკისში, რომელიც გვქონდა სულ ახლახანს ჟურნალისტების მონაწილეობით. იმიტომ დავიარეთ ბევრი სოფელი, არ შეგვიზღუდავს ჟურნალისტები მოძრაობაში, რომ ყველას საკუთარი თვალით ენახა - თეორიულადაც კი, ოდნავ ხელმოსაჭიდი, არაფერი საფრთხისმაგვარი პანკისში არ არსებობს. პანკისი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორც ნებისმიერი სხვა წერტილი, ადგილი, ხეობა, სოფელი, რეგიონი. იქ აბსოლუტური სიმშვიდეა. ჩვეულებრივ მიმდინარეობს ცხოვრება. ადამიანებს ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც სხვაგან ყველგან. ამბობენ რომ უკეთესი გზა უნდათ, ამბობენ, რომ ერთი სკოლა არის გარემონტებული, მეორე - არა და იგივე ამბებით არიან კმაყოფილი, რითაც დანარჩენი საქართველო. პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება. ამის დასტურია ჩვენი ხელისუფლების 3-წლიანი საქმიანობა. ასეთ პროვოკაციებს ვერ აწყობს ვერავინ ჩვენს ქვეყანაში და არც ხელისუფლება ჰყავს საქართველოს ისეთი, რომელიც პროვოკაციას რაიმე ფორმით წამოეგება. მე მგონი ყველამ უნდა გაიგოს 3 წლის თავზე, რომ არსებობენ ხელისუფალნი, რომელთანაც უბრალოდ ეს თამაშები არ გამოდის და საქართველოს დღეს ასეთი ხელისუფლება ჰყავს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.