საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით რეგიონებში მნიშვნელოვანი კამპანიის განხორციელებას გეგმავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 55-ე სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა წინასწარი თათბირი იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობა და სტრატეგიული კომუნიკაცია გავაძლიეროთ ამ მიმართულებით. ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ იმ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - ეს არის ინსტიტუციური განვითარების, საკანონმდებლო რეფორმების, "თვინინგის" პროგრამები, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები; იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, თუ როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება უკეთესი იყოს, შესაძლებლობათა სპექტრი გაფართოვდეს ნებისმიერი ადამიანისათვის, იმისთვის რომ მიიღოს უკეთესი განათლება, იმისათვის, რომ კომპანიებმა მოახდინონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და ა.შ.", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.