დიდთოვლობამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს პრობლემები შეუქმნა. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას უშუალო ხელმძღვანელობით, შექმნილია საგანგებო შტაბი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა არსებული რესურსი და შესაბამისი ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს გზის გაწმენდით სამუშაოებს.
გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის ოფეთის, წიაღუბნისა და სხვა მაღალმთიანი სოფლების მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.