2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებსა და რეალობაზე გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
"ჰააგის სასამართლო ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე განაჩენს არ გამოიტანს. ჰააგის სასამართლო, პროკურატურა, კონკრეტული დანაშაულების მიხედვით მოქმედებს და კონკრეტულ დამნაშავეებს ადგენს. ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, ეს არის: ეთნოწმენდა, წამება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, არადამიანური მოპყრობა, სხვა სამხედრო დანაშაულები, არის უტყუარი, ამაზე უამრავი მტკიცებულება არსებობს. ის, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, შეტანილია მრავალი სარჩელი. მათი უმრავლესობა არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მოახერხებს ჰააგის სასამართლო იმ პირების დასჯას, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.