სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოადგილესთან ანა დოლიძესთან და მრჩეველთან მაია ქავთარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სანდრო გირგვლიანის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც მივიდა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ აქ მოვდივართ ბევრი რამის ნიშნად. პირველ რიგში, მწუხარების გამოსახატავად, ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა განმეორდეს ამბავი, რომელიც საქართველოში 27 იანვრის ღამეს მოხდა, არასდროს შეიძლება სახელმწიფო ისეთი ყრუ და მუნჯი იყოს, როგორც იმ წლების განმავლობაში იყო. სანდრო გირგვლიანის საფლავი არის ნიშანი იმისა, სახელმწიფო გაქვს თუ არ გაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა სარკეში. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სპეციფიკურად მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ანა დოლიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. „ყველას უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირა სანდრო გირგვლიანი და როგორ შეიტანა ამ ტრაგიკულმა ამბავმა საქართველოს ისტორიაში წვლილი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.