"ქართული ოცნება" - გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს
28-01-2016, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერს შეგნებულად დაუზიანეს ავტომანქანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს გაუტეხეს მანქანა, რასაც მოჰყვა ინციდენტი, შეკამათება, გაწევ-გამოწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტუაცია ამ დროისათვის დასტაბილურდა. იარაღს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, პოლიცია არის ადგილზე მისული, ატარებს მოკვლევას. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობდა კონკრეტულად "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ #2 უბანთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, კობახიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ დადასტურდა ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებთან სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესში. კობახიძის განმარტებით, ოპონენტების განცხადებები სიცრუეა. "სუს-ის სახელი ტრიალებს მთელი დღის განმავლობაში. არც ერთხელ არ დადასტურდა არც ერთი ფაქტი სუს-ის რაიმე ფორმით ჩართულობისა საარჩევნო პროცესში. ძალიან დიდი უპირატესობით იგებს "ქართული ოცნება" არჩევნებს. ჩვენი ოპონენტები კი მთელი დღის განმავლობაში ატრიალებენ შეგნებულად სუს-ის სახელს, თუმცა, სუს-ი არსად ფიგურირებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი