წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა
28-01-2016, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


,,გარდაბნის არჩევნებს ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა როგორც ჩვენთვის, ასევე "ნაციონალური მოძრაობისათვის", გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები ასახავს არა მხოლოდ გარდაბნის, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის განწყობას. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი გარდაბნის არჩევნებს განვიხილავდით, როგორც ერთგვარ გენერალურ ტესტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მოგეხსენებათ, პერიოდულად ქვეყნდება სოციოლოგიური კვლევები, რომელიც აჩვენებს, თითქოს "ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირებულია, "ნაციონალური მოძრაობა" კი სტაბილურად ინარჩუნებს თავის რეიტინგს და "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთ დონეზე ვდგავართ ჩვენი რეიტინგებით. გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" სტაბილურად ინარჩუნებს თავის რეიტინგს და რჩება დომინანტ ძალად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელიც აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი