ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში"ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები. აქედან გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმა მისცა 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საღამოს 8 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23805 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,13 პროცენტს შეადგენს.
"კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. თუმცა დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები. რომელთა უმეტესობა დროულად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში დაიწერა 22 საჩივარი. მათი უმრავლესობა პროცედურულ საკითხებს შეეხება. ხოლო 1 საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.