გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ასეთია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემები.
ცესკომ ყველა - 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა. ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა - 6851. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.