ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.
"ადამიანის უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახით თავდასხმის მსხვერპლები. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, რომ მათ შეცვალონ არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი. "არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.