ვიღაცას შეიძლება მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ მმართველ ძალას უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ძალიან კარგია, რომ გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა - ის იქნება ყველას გამგებელი. ეს მისასალმებელი განცხადებაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ და მოვუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის, მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვეთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პოზიცია, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, მაღალი კულტურის ქვეყანა და მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება, მართლაცდა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.