პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საქართველოში მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული, მაშინ როცა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულაციები უფრო მკაცრია.
,,მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, რომ იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.