ნოდარ ხადური: ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები
29-01-2016, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

 

ხადურმა საქართველოში გასული წლისა და მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილ სიტუაციას "საკმაოდ მძიმე" უწოდა და აღნიშნულის მიზეზად კვლავ რეგიონში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესები დაასახელა.

 

 

"ამავე დროს დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი. ახლა ეს საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ წუთის მდგომარეობით, "ბლუმბერგზე" ერთი დოლარის ვაჭრობა 2,46 ლარის კურსით ხდება. ასევე ვალუტის კურსი დაწეულია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშიც. მინდა გითხრათ, რომ შიდამაკროეკონომიკური პარამენტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული. ისევე როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე", - განაცხადა ხადურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი