პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით ნატო-ს ვარშავის სამიტისა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.
უფრო კონკრეტულად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სხდომას, ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მას ესწრება უშიშროების საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც სხდომაზე ვერ მივიდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.