ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს. როგორც სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო 5-6 დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, კერძოდ 24-საათიანი ოჯახის ექიმის ცენტრების გახსნამ, თბილისის სასწრაფო დახმარება 3 000 გამოძახებით განტვირთა. მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ ხდება სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეწყვეტა მაინცდამაინც სამი დღით და მაშინ როდესაც დაავადების რიცხვი 20%-ზე მაღალია.
"ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ყველგან ერთბაშად არ ვრცელდება. სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სხვადასხვა ქალაქების სკოლებში აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, როდესაც გაჩნდა მაღალი ავადობა თბილისში, ერთი კვირის შემდეგ მოყვა იგივე ქუთაისში. ამ სიტუაციაში მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა, რომ ერთდროულ შეწყვეტას, არა თუ აზრი არ აქვს, არამედ შეიძლება ჰქონდეს რისკები. შესაბამისად, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ წინასწარ გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ სკოლებში და ბაღებში, სადაც 20%-ზე მეტი იყო ავადობა, შევაჩერეთ სწავლა სამი დღით, იმიტომ ეს არის საშუალო ინკუბაციური პერიოდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.