საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს. საარჩევნო პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრების წინადადებით პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.
"მე ეს დავალება მივიღე. იგი უკვე გადაცემულია ჩემს სამინისტროში, სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი (და ასეთი იყო შინაარსიც პრემიერ-მინისტრის დავალების) გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და არამხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის სანქციაც. ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს", - განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.