ირაკლი ალასანიას პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" სენაკის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის ათმა წევრმა პარტია და კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.
როგორც პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, მათი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში კანდიდატებად "ნაციონალური მოძრაობიდან" გადასულ იმ პირებს იყენებენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას" ებრძოდნენ.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ შამათავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ერთადერთი ძალა ნინო ბურჯანაძის მიერ ახლადშექმნილი გაერთიანება "ერთიანი ოპოზიციაა".
"საკუთარ მომავალს, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალასთან ვხედავ, სადაც უფრო ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და ქვეყნისთვის რეალურ სიკეთეს მოიტანენ. დღეისთვის, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთადერთი ასეთი ძალა არის "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" - განაცხადა შამათავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.