ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რითაც ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ ქართველი ჯარისკაცი არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს. კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და როგორც მასშია ნათქვამი, გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.