თინა ხიდაშელი: თუ დადასტურდა, რომ რომელიმე ჯარისკაცმა ჩაიდინა მსგავსი ტიპის დანაშაული, უმკაცრესი ზომებით დაისჯება
29-01-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველადი მონაცემებით, არავითარი ძალადობა, არაფერი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

 

 

"ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რაიმე დადასტურდა თუ არა. ეს ინფორმაცია პირველად გასულ კვირას მივიღეთ. მანამდე მსგავსი არასოდეს, არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა. ყველას გვაქვს ნანახი უამრავი სამადლობელი წერილი, შეფასების ანგარიშები, რომლებიც ქართული კონტინგენტის ცენტრალურ აფრიკაში საქმიანობას შეეხებოდა. გაეროდან ინფორმაცია გასულ კვირაში მივიღე და იმ დღესვე მივეცი ბრძანება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირები, რომლებიც 2014 წელს ამ თემებს კურირებდნენ, მათ შორის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, დროებით ჩამოვაშოროთ თანამდებობიდან. ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა და რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, იყოს შენარჩუნებული. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან მიახლოებული დანაშაულიც კი, რაზეც საუბარია პრეს-რელიზში, კანონის უმკაცრესი ზომებით დაისჯება სწორედ იმისთვის, რომ ერთი ადამიანის მსგავსი ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს. ის 160 ადამიანი, ვინც იმ კონტინგენტში იყო, ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ მეგობრები, ოჯახები ჰყავთ და არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, რომ ამ ადამიანებს რაიმეში კოლექტიურად დასდონ ბრალი. ამიტომ ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაირკვეს სიმართლე", - განმარტა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი