ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში, გვქონდა შემთხვევები, როცა იქმნებოდა ხოლმე განცდა, რომ ესა თუ ის სახელმწიფო დაწესებულება და უშიშროების საბჭო ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის უშიშროებასა და უსაფრთხოებას, ვიდრე ქვეყნისა და სახელმწიფოს უშიშროებას და უსაფრთხოებას- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არ იყო უშიშროების საბჭოს რომელიმე მდივნის არჩევანი, ეს იყო ხოლმე ქვეყნის ლიდერის, პრეზიდენტების, პრემიერების, თუ სხვათა არჩევანი, როცა სახელმწიფო დაწესებულების დაქვემდებარება ხდებოდა კერძო თუ გუნდური ინტერესებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ანუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭო, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები ვმსახურობთ, ქართულ სახელმწიფოს მოემსახურება და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ორგანოებთან ერთად უშიშროების საბჭო მოახერხებს, იყოს ერთ-ერთი ფლაგმანი ამ მიმართულებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. რომ ჩვენ, თითოეული საჯარო მოხელე ვემსახურებოდეთ ამ საქმეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.