საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში არ აღმოჩნდება იმ პრობლემების წინაშე, რომლის წინაშეც ქართული გამოძიება აღმოჩნდა.
“საქართველოს მხრიდან ამ პროცესს ჰააგაში უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო. რაც შეეხება ჩვენს როლს, საქართველოს პროკურატურამ ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ამ საქმეზე, არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ომის პერიოდში დანაშაულების ჩადენის ფაქტზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ მასალებზე სრული წვდომა ექნება ჰააგის სასამართლოს. გამოძიება შეჩერებული არ არის. იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, რაც მდგომარეობდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, იმ მოწმეების უსაფრთხოების საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზოლზე. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ პრობლემების წინაშე ვიდექით. იმედი მაქვს, რომ ჰააგა ამ პრობლემების წინაშე არ დადგება და ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ჰააგის სასამართლოსთან”, – განაცხადა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.