გაერო-ს გენერალური მდივანი ჯარისკაცების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, გუშინ გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ენტონი ბერბერიმ განაცხადა, რომ ბან კი მუნი მომავალ თვეს გამოაქვეყნებს ანგარიშს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტის შესახებ, მათ შორის, დასახელდება ყველა ის ქვეყანა, რომლის სამხედრო მოსამსახურე ძალადობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ენტონი ბერბერის ცნობით, ამ აფრიკულ ქვეყანასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე, რეგულარულად განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.