"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას "მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს. კუჭავას "მერსედესის" მარკის ავტომობილს წუხელ, 11 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში ათვალიერებდნენ. დათვალიერების პროცესს კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილის და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დაესწრნენ, რომლებსაც ავტომობილის სავარძლის ქვეშ, იარაღის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ.
მათი ინფორმაციით, ავტომობილი ცაგარელის ქუჩაზე 2 დღე, ღია მდგომარეობაში იდგა, შემდეგ კი დალუქეს. მათ გააჩნიათ შეკითხვები, რატომ ვერ აღმოაჩინეს ავტომობილში იარაღი სამართალდამცველებმა დალუქვამდე. "მანქანა დაათვალიერეს, დალუქეს და შემდეგ გადმოიყვანეს ქალაქის პოლიციის სამმართველოში. დამატებითი დათვალიერების შემდეგ კი, მასში აღმოჩნდა იარაღი. ეს ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო. გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს იარაღი", - განაცხადა ადვოკატმა. ბიძინა კუჭავას ქვრივის მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით კი, ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით. "ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა. როგორც თავიდან ვაცხადებდი, ახლაც გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.