რუსი დეპუტატები პროკურორისგან იმ მოვლენების გადამოწმებას ითხოვენ, რომელსაც ადგილი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჰქონდა. ისინი იმედოვნებენ, რომ გადამოწმების შემდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, მათ შორის გორბაჩოვის მიმართაც.
გენერალური პროკურორისადმი მიმართვაში მითითებულია, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები რეფერენდუმზე სახელმწიფოს ერთიანობის მომხრენი იყვნენ, კანონმდებლობის უმაღლესმა ჩინოსნებმა კი არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს, რასაც შედეგად სახელმწიფოს დაშლა მოჰყვა.
გორბაჩოვს ბრალს ასევე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის უყენებენ, რადგან ასეთი ორგანოს არსებობა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამ სტრუქტურამ მიიღო გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის შესახებ.
გადამოწმების მოთხოვნის ინიციატორები, ,,Единая Росся"-ს დეპუტატები, რუსეთის კომუნისტური პარტიის და ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის წევრები არიან. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ასეთი სახის დანაშაულს სიძველის ვადა არ გააჩნია, ხოლო თავად მიხეილ გორბაჩოვს ამ ეტაპზე საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად არავითარი იმუნიტეტი არ იცავს.
რუსი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას მიხეილ გორბაჩოვმა "სრული სისულელე" უწოდა.
"ეს მოწოდებები მხოლოდ ზოგიერთი დეპუტატის პირად პიარს ასახავს", - განაცხადა გორბაჩოვმა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში. მან თქვა, რომ მშვიდად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე და მას "ისტორიული ფაქტების თვალსაზრისით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ" მიიჩნევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.