საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის. ამის შესახებ ელჩმა პანკისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს, ტერორისტულ ბაზების არსებობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებიც ცხადია საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტეროტრიზმთან ბრძოლაში. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის", - განაცხადა იან კელიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, პანკისის ხეობას "ისლამური სახელმწიფო" წვრთნებისთვის იყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.