გამოძიების მიზნით, შესაძლოა, ცენტრალურ აფრიკაში თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტული პირები გაუშვას
30-01-2016, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოძიების მიზნით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ცენტრალურ აფრიკაში თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტული პირები გაუშვას, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

 

"კონკრეტული მტკიცებულებები ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია. ასევე არ გაგვაჩნია დეტალური ინფორმაცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მოხსენება, რომელიც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა გაავრცელა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. მოვიძიოთ დამატებითი ფაქტობრივი მასალა იმისათვის, რომ ჩვენც ეფექტურად ვაწარმოოთ ეს გამოძიება. რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენი ექსპერტებიც და ჩვენი გამომძიებლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩავიდნენ და გაესაუბრონ სხვადასხვა პირებს და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ამ საქმესთან. ჩვენც მზად ვართ, ველოდებით ნებისმიერ ექსპერტს, ნებისმიერი ორგანიზაციის და ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ჩამოვა და ითანამშრომლებს ჩვენთან. ორგანიზაციების და წარმომადგენლების წრე, რომლებსაც შეუძლიათ მოგვაწოდონ დამატებითი ინფორმაცია და ფაქტობრივი მასალა, არის საკმაოდ ფართო და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბეგოიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი