საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებით, მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმეა და ინფორმაცია, რომელიც დღეისთვის არსებობს, ამ ბრალდებისთვის საკმაოდ მწირია.
"თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ კიდეც. საკითხის ფაქტობრივი მხარე ყველას აინტერესებს, მაგრამ რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ალბათ, მყარი შედეგები უახლოეს დღეებში არ იქნება, რადგან, ნამდვილად არ ვიცით, რამდენად სწრაფად გამოგვეხმაურებიან ცენტრალური აფრიკის უწყებები და გაერო-ს უწყება, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა. საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, განსაკუთრებით როდესაც ეს ბრალდება ეხება შეიარაღებულ ძალებს, სადაც მუშაობს ძალიან ბევრი წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობენ მისიებში და საქართველოს ტერიტორიაზე... ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ინფორმაციაზე, რომელიც მოცემულია ერთ აბზაცში, მოვლენებზე, რომლებსაც წელიწადზე მეტი ხნის წინათ საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამ აბზაცში ნათქვამია, რომ არსებობს რამდენიმე არასრულწლოვანი ადამიანის ჩვენება, თითქოსდა მათთან ჰქონდათ სექსუალური ძალმომრეობითი კავშირი იქ მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ნახსენები არიან ქართველი სამხედროები. ეს ანგარიში საჯაროა. მაგრამ, ეს ინფორმაცია ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ მყისიერი შედეგი დადო და გამოავლინო ვინმე რამე დანაშაულის ჩადენაში. სამინისტროში დღეს არის ის ხელმძღვანელობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ასეთი ფაქტების გამოვლენა და იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვის მიმართაც ადრე ძალადობა ხორციელდებოდა",- განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.