"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ლევან ბეჟაშვილსა და გიორგი ღვინიაშვილს დღეს ქართული ოცნების" მომხრეებმა თელავში ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
დეპუტატებს ბრიფინგი დევიზით - "გააგრძელეთ თელავის აღმშენებლობა" უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ხელი შეუშალეს.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "ქართული ოცნების" მომხრეებმა აქციაზე ცოცხებიც მიიტანეს, ხოლო როცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები თელავს ტოვებდნენ, მათ ავტომობილებს კვერცხები ესროლეს.
"ნაციონალებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის მწვავე დაპისპირებას ჰქონდა ადგილი ანაკლიაშიც, სადაც ანალოგიური შინაარსის ბრიფინგის ჩატარება იგეგმებოდა, რისი საშუალებაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, თენგიზ გუნავასა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა არ მისცეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
კოალიციის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს ანაკლიის ტერიტორია დაეტოვებინათ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალებს" ცხრა წლიანი მმართველობა გაახსენეს და ადგილზე ცოცხიც მიიტანეს.
"ნაციონალური მოძრაობა" სახელწოდებით "გაჩერებული საქართველო" ბრიფინგის ჩატარებას ქვეყნის ექვს ქალაქში აპირებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.