საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე დემეტრაშვილი, მარიამ ბაშარული და გიორგი ჩუბინიძე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ქ.თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ, კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20 ლარიანი კუპიურების გასაღებას. გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ალექსანდრე დემეტრაშვილის, მარიამ ბაშარულისა და გიორგი ჩუბინიძის მიერ ჯგუფურად 222 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურის გასაღების ფაქტი. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა.
ბრალდებულებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.