თბილისის მერიაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ადმინისტრაციის უფროსი, პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ფაქტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ეხმაურება.
მისი თქმით, გადაადგილებები მერიაში მუდმივად მიმდინარეობს და განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.
„ეს არის უმნიშვნელო გადაადგილება, რომელსაც ყოველთვის აქვს ადგილი. ასე რომ, არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პაატა ჯაჭვლიანი დავით ნარმანიას კადრი იყო და ადმინისტრაციამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.