შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში ისვენებენ.
დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს ბაკურიანში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კალანდაძე და ადგილობრივი სამართალდამცველები დახვდნენ. პოლიციელებმა ბავშვები თოვლმავლებით გაასეირნეს.
დაღუპული პოლიციელების შვილები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი სპორტულ სკოლაში სათხილამურო სპორტს დაეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ, მოზარდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება და გამარჯვებულებს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საჩუქრებს გადასცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.