პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" გაზაფხულზე დაგეგმილი ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ ბრიფინგი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ გამართა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრი გახდება. დღეს კი გამართულ შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება გაზაფხულზე პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.