"ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრად რჩება"- აღნიშნულის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პრემიერისა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილმა, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო, თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
"ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრი როგორც ვიცი არის. განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ მას არ გაუკეთებია. ხოლო პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.