ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიდის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან
30-01-2016, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს შედგა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან და მან დაადასტურა, რომ ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიდის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან, ისევე როგორც პარტიიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში პრემიერ-მინისტრისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

 

 

"ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს პარტიულ საქმიანობაშიც", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ეს სამსჯელო თემაა და სიის პირველი ნომერი ლიდერებს შორის იქნება. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიის წევრობასთან დაკავშირებით, პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და მიღებულია გადაწყვეტილება მისი პარტიაში გაწევრიანების შესახებ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი