კოჯორი-სამადლოს გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით ნარმანიამ დაათვალიერა
31-01-2016, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად კოჯორი-სამადლოს გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 


თბილისის მერიის ცნობით, კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე მწყობრიდან არის გამოსული წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვებულია გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა ამ დროისთვის არადამაკმაყოფილებელია და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საყრდენი კედლის, 16 სანიაღვრე მილის, წყალმიმღები ჭების და კიუვეტების მშენებლობა.

 


გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდება და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.

 


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები ახლა მიმდინარეობს. ამინდების გაუმჯობესების შემდეგ კი გაზაფხულზე, გზის საფარი დაიგება.

 


„მთლიანად კაპიტალურად 6 კილომეტრიანი გზა კეთდება. ასევე კეთდება 16 საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ამ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზეა განთავსებული. მათ შორის არის მილები, რაც წყალს აარიდებს გზას და შესაბამისად უფრო უსაფრთხო იქნება, ასევე შენდება დამცავი კედლები, რათა გზა ცალკეულ მონაკვეთებში უფრო მეტად გაფართოვდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი