სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით, შიიტურ სალოცავ ზაიდა ზეინაბთან ახლოს მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ BBC იტყობინება. აფეთქებამ ავტობუსის გაჩერება და სამხედრო შტაბ-ბინების შენობები მოიცვა, რამაც ახლოს მყოფი სატრანსპორტო საშუალებები ნამსხვრევებად აქცია.
საშინელი აფეთქება იმ ფონზე მოხდა, როცა სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ჟენავაში იყვნენ შეკრებილნი მოლაპარაკებების დასაწყებად, რომლის მიზანიც კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტაა.
ევროკავშირის განცხადებით, შეტაკება, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ჯგუფმა აიღო, მიზნად ისახავდა მოლაპარაკებების შეწყვეტას.
სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმოამდგენლები ჟენევაში იმყოფებიან, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.