შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ მთლიანად საქართველოში, მათ შორის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ბენსუდამ აღნიშნა, რომ რუსეთი გამოძიებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
"ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, რომ უნდა გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ შევძლებთ ან ვერ შევძლებთ თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო, ხაზგასმით ვამბობ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნას გავაგზავნით," განაცხადა ბენსუდამ.
კითხვაზე, შევა თუ არა ჩიხში გამოძიება, თუ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს, ბენსუდა პასუხობს, რომ "არა, ეს არ იქნება პრობლემა". "ეს არ შეაფერხებს და არ იქნება პრობლემა მთლიანი გამოძიებისთვის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დაეხმარება ოფისს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ითანამშრომლონ ჩემს ოფისთან, ეს არის საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე. გამოძიების წინასწარ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მასალები როგორც საქართველოდან, ასევე, სხვათა შორის, რუსეთიდან. მათ ნამდვილად გამოგვიგზავნეს დოკუმენტები და მჭიდროდ ითანამშრომლეს, ისევე, როგორც საქართველომ. მე ამ მომენტისთვის ვიტყოდი, რომ მჯერა, მწამს, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება, რადგან წამოვიდნენ კონტაქტზე და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ხელს გვიშლიან. წინასწარი გამოძიების დროსაც არ იყო რუსეთი რომის სტატუტის წევრი, მაგრამ ჩვენთან ითანამშრომლეს," განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.