განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.
საჯარო სკოლების ნაწილში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული. სასწავლო პროცესი ზოგან დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლებამაც შეაფერხა. გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.