პაპუნა მარგველიძე: წელს იგეგმება ქუთაისიდან ალპანის მიმართულებით 15-კილომეტრიანი გზის მშენებლობა
01-02-2016, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს იგეგმება ქუთაისიდან ალპანის მიმართულებით 15-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ გადაცემა "ეპიცენტში" სტუმრობისას განაცხადა.


პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას ნორმალურად ცხოვრების საშულება მიეცეს.


"ჩვენს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. წელს იგეგმება ქუთაისიდან ალპანის მიმართულებით 15-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უწერის პროექტი უკვე დასრულდა და მალე დაიწყება სამუშაოები, რაც ტურიზის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.


"საპარტნიორო ფონდი" აქტიურად არის ჩართული შაორის, უწერისა და შოვის განვითარებაში. პერიოდულად სოფლებში ვაკეთებთ გრუნტის გზებს, კაპიტალური სანიაღვრეებით. დაგეგმილია ხიდების რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.


პრემიერთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს მოსახლეობას. ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაგვხვდა, გაკეთებული პროექტების ხელახალი გაკეთება გვიწევს," ამბობს გუბერნატორი.


მარგველიძემ გადაცემაში მთის კანონის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ის დიდი სტიმული იქნება მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად.


"იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, რასაც მთის კანონი ითვალისწინებს, აქ გათვალისწინებულია, როგორც სოციალურად დაუცველი, ისე მასწავლებელი, ექიმი, პენსიონრი და ა.შ. ყველა ახლად დაბადებულ ბავშვზე ინიშნება 100 ლარის დახმარება ყოველთვიურად, არის შეღავათები ელექტროენერგიის გადასახადზე, რაც დიდი სტიმულია მოსახლეობის დასამაგრებლად," განაცხადა მარგველიძემ გადაცემაში სტუმრობისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი