მიხეილ მაჭავარიანი: ხელისუფლებას მოჭიდავისყურებიანი ბიჭები ვეღარ უშველის
01-02-2016, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლებამ გარდაბანში ყველა რესურსი გამოიყენა და არაფერზე უკან არ დაიხია. მისი თქმით, ამ დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც დასახავენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების გეგმებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რის მერეც "ხელისუფლებას მოჭიდავისყურებიანი ბიჭები ვეღარ უშველის".


ამის შესახებ მაჭავარიანმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შედეგები გარდაბნის მსგავსი აღარ იქნება.


„ახლა ჩვენ მათ წინააღმდეგ მარტონი ვიყავით. შემოდგომაზე კი გამოჩნდებიან ძლიერი ოპონენტები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხმებზე სხედან.


პირობითად ვიტყვი, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი ჩვენს მხარეს არ გადმოვა, მაგრამ აუცილებლად წაართმევს ხმებს ხელისუფლებას. იგივე შემიძლია ვთქვა ირაკლი ალასანიას, ირმა ინაშვილის და შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერებზე," აცხადებს მაჭავარიანი.


მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას მალე დაიწყებს.


„მზადებას ახლო მომავალში დავიწყებთ, მანამდე კი გავაკეთებთ ანალიზს. დეტალურად შევისწავლით ცალკე გარდაბანს, ცალკე ქართულ და ცალკე თელეთის ზონას. გვაინტერესებს, სად რა ფაქტორებმა იმუშავა. ამის შემდეგ გადავეწყობით საარჩევნო რეჟიმზე. ამ დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭო და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. მერე ხელისუფლებას მოჭიდავისყურებიანი ბიჭები ვეღარ უშველის," აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი