გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები" გახსნა
01-02-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მიმდინარეობს. ფორუმი "ქორთიარდ მარიოტში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეკინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, ფორუმი ორდღიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

 

 

კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება. კლდიაშვილის განმარტებით, მომხსენებლები იმსჯელებენ ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგოთანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და ა. შ. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც ეწვივნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი