თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნანა დარასელიას ავტომობილს ესროლეს
01-02-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნანა დარასელიას ავტომობილს ესროლეს. ტყვია მოსამართლის მანქანას დაახლოებით საბარგულთან მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.


დაზიანება მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს ეზოში აღმოაჩინა, თუმცა სავარაუდოდ მის ავტობილს სხვა ადგილას ესროლეს.


ნანა დარასელიამ მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.


მოსამართლის მანქანასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე უკვე დანიშნულია ოთხი ექპერტიზა, მათ შორის ბალისტიკური, ქიმიური და ტრასოლოგიური.


მოსამართლე ნანა დარესელია, თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც ახლა ის განიხილავს საყდრისის საქმეა.


დარასელიამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა კანონიერი საყდრისის ძეგლის აფეთქებაზე ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანება.


საყდრისის საქმის გარდა მოსამართლე ნანა დარასელია კიდევ რამდენიმე გახმაურებულის სამქმის მოსამართლე იყო.


პირველად ნანა დარასელია მედიის ყურადღების ცენტრში 2012 წლის 11 ივნისს მოექცა, როდესაც არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილი და მისი კუთვნილი კომპანიები კანონდამრღვევად სცნო და ჯერ 22 შემდეგ კი 21 მილიონი ლარით დააჯარიმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი